ადამიანი, რომელიც ბედნიერებას გვამახსოვრებს…

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩვენს ცხოვრებაში არის ქორწილი. დღე, როდესაც ორი ადამიანი საკუთარ ცხოვრებას სამუდამოდ ოფიციალურად უკავშირებს ერთმანეთს. ამ დროს წყვილს ბევრი შეკითხვა უჩნდება და ყველა დეტალი მნიშვვნელოვანია, დაწყებული იმით თუ როგორ უნდა გავმართოთ ქორწილი, რომელი ადგილი შევარჩიოთ ამისათვის და დამთავრებული იმით თუ როგორი  ყვავილები იქნება პატარძლის თაიგულში. ბეჭდების გაცვლა, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა ცოლ-ქმრის სტატუსში და სხვა ბევრი ისეთი  მომენტი, რომელზეც ფიქრი წლების შემდეგაც აგვიჩუყებს გულს, ამაში კი ვიდეოგრაფია დაგვეხმარება.

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

რობერტ გევორქოვის ყველა ვიდეო ძალიან თბილი, დინამიური, ემოციური და სიყვარულით სავსეა. თითოეულ წყვილს ის ეხმარება საკუთარი განუმეორებელი სიყვარულის ისტორიის შექმნაში. ყველა გადაღების პროცესს ინტერესით, ახალი იდეებითა და პასუხისმგებლობით უდგება.

რობი ძალიან ენერგიული ადამიანია, რომელიც დროს ფუჭად არასდროს კარგავს. იგი იდეებით აღსავსე პიროვნებაა, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაშია. არასდროს არ იყო უსაქმურად, არ შეუძლია უბრალოდ სახლში ყოფნა, ან რაღაცა უნდა გააკეთოს ან რაღაცა უნდა შექნმას. რობი ამ ბიზნესში სრულიად შემთხვევით მოხვდა. ახლა კი რობი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ვიდეო ოპერატორია. მისი ნამუშევრები გადაღებით, მონტაჟით და იდეებით გამოირჩევა, მას უკვე თავისი გასხვავებული გადაღების სტილი აქვს. რამდენიმე წლის წინ მან საკუთარი კომერშალი დაარსა (Robbie RG Commercial).

რობიმ საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში გამოსცადა. უმაღლესი განათლება მიიღო აგრარულ უნივერსიტეტში ზოო-ინჟინერიის ფაკულტეტზე, კერძოდ ხორცის წარმოების ტექნოლოგიის განხრით. 7 წელი მუშაობდა „გუდვილის“ ჰიპერმარკეტის კორპორატიული განყოფილების სამსახურში. ასევე მას აქვს დამთავრებული მუსიკალური კოლეჯი, სადაც 10 წლის განმავლობაში შეისწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. კიდე ბევრი სხვა ჰობი აქვს, მაგალითად, სპორტი, ცურვა, ფოტოგრაფია, სარეკლამო და სოციალური რგოლების შექმნა…უნდა ავღნიშნოთ, რომ განათლება ოპერატორობის სფეროში მას არ მიუღია და რობი ის ადამიანია, რომელიც ყველაფერი თვითონ ისწავლა, ამაში მას ცნობისმოყვარეობა, პრაქტიკა და youtube-ის ლივ კურსები დაეხმარა…

„მინდოდა ბუდაპეშტში მაგისტრატურაში ჩაბარება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა და ხელი გადაღებას მოვკიდე. კამერას ვეცნობოდი დიდი ხანი და მოყვარულის დონეზე ვიღებდი ვიდეოებს. პროფესიულად ამ საქმეს მივუდექი სულ რაღაც ერთი წელია…ჩემი სარეჟისორო უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე ვიდეოგრაფიით უფრო დავინტერესდი ვიდრე ფოტოგრაფიით…“

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

პირველ გადაღებაზე ძალიან ნერვიულობდა. ქორწილის გადაღება ბეგობრების თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. ხელში არც თუ ისე პროფესიონალური კამერა ეჭირა, კონკრეტულად Canon 500D, რომელიც დღესდღეობით 500 ლარის ფარგლებში იყიდება. ნერვიულობდა იმის გამო, რომ მარტო იყო უცხო ხალხში, რომელიც მას უყურებდა.  დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისმა პირველმა ნამუშევარმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ეს იყო სტიმული იმისათვის, რომ ეს პროფესია მისი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო.

მარტო ქორწილების გადაღება არ შედის მის საქმიანობაში. ძალიან უყვარს სოციალურ თემებზე მუშაობა. ვიდეოების მეშვეობით აჩვენებს საზოგადოებას, რაც აწუხებს. პირველი მისი ასეთი ვიდეო „ტელეფონის“ შესახებ იყო, შემდეგ ანტი სიგარეტის რეკლამა გადაიღო და რამდენიმე თვის წინ მის youtube გვერდზე  ვიდეო გამოვიდა,რომელიც ძალიან დიდი მოწონება მოიპოვა. ამ ვიდეოს სახელწოდებაა – „დაახურდავე 1 დოლარი და გახდი მილიონერი“. მისი აზრით დღეს ეს ყველაზე აქტუალური თემაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აწუხებს…

„დავწერე სცენარი რაღაც 20 წუთში, ჩამოვწერე სცენები…  დავთქვი დღე… რეკვიზიტები და ლოკაციები შევარჩიე.  ზუსტად 3 დღეში მოვრჩით გადაღებებს და სახლში ერთ საღამოში დავამონტაჟე ყველაფერი…“

ასევე რობის აქვს დედაქალაქის თბილისის შესახებ ვიდეო – Tbilisi city – ციდან დანახული თბილისი. ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი ვიდეო რგოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თუ საქართველო და თბილისი გიყვართ.

რომელ წყვილთან იმუშაოს, როგორი ფორმატის ვიდეოს გადაიღოს, როგორ დაამონტაჟებს ან როგორი მუსიკა იქნება ვიდეოში. ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელშიც რობი ცოტათი მკაცრია. თუ წყვილი თავის კორექტირებს აკეთებს, რომლებსაც იგი არ ეთანხმება, პროფესიანალურო თვალსაზრისით, მაშინ რობი ასეთ წყვილთან არ მუშაობს. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ცდილობს უარი არც ერთს წყვილს არ უთხრას, რადგან ეს არა მხოლოდ უხერხეულა, არამედ არაპროფესიონალურია.

მისთვის ყველაზე დასამხსოვრებელი და ემოციური ქორწილი ეს ბელას და გუროს ქორწილი იყო. რობის თქმით, წყვილი ძალიან დიდ ხანს ემზადებოდა ქორწილისთვის და ძალიან ბევრი დეტალი გაიარეს მანამდეც. რაც საქართველოში მაინდამაინც იშვიათობაა. ამ წყვილთან კი პირიკით, ყველაფერი იყო გათვილილი და შესაბამისი კლიპიც გამოვიდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ნებისმიერ პროფესიაში ნებისმიერი ადამიანი სირთულეებს აწყდება. რობისთვის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მას სამუშაოს დროს ხელს უშლის ეს -სტუმრებია და მათი არაეთიკურობაა… ასევე რობიმ აღნიშნა, რომ უცხოური ქორწილი საკმაოდ განსხვავდება ქართული ქორწილისაგან. იქ თითქმის ყველაფერი სხვანაირია…მაგალითად, ძალიან ბევრი რიტუალი, რაც საქართველოში არ ვიცით…

„ხშირად ვიძახით, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ წყვილისთვის და არაა სტუმრებისათვის, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის მაქსიმალურად სტუმრებიც მოვახვედრო და არავის არ ვაწყენინო და რაც შეეხება ლოკაციების შერჩევას ანუ სად უნდა გაიმართოს ქორწილი, ამაშიც ვეხმარები წყვილს. ვცდილობ რაიმე ისეთი ადგილი ვიპოვო, რაც გამოირჩეული იქნება, სადაც ინდივიდუალურ ქორწილს შევქმნით … ეს ხომ განუმეორებელი და დასამახსოვრებელი დღეა წყვილისთვის, თუმცა თბილისში ამის გაკეთება უკვე საკმაოდ რთული ხდება…“

აქვს პერიოდები, როდესაც საერთოდ არ სურს გადაღება ან ხანდახან მოაწვება ისეთი იდეები და შეიძლება მაღალი დონის ვიდეო შექმნას. როდესაც შევეკითხეთ თუ საიდან პოულობს რობი იდეებს საკუთარი ნამუშავრებისათვის, მან გაგვიღიმა, თავზე ხელი დაიდო და გვიპასუხა „აი აქ … თავში მიტრიალებს…“ , როდესაც კამერა უჭირავს ხელში და იღებს, ავტომატურად, მაშინვე ხვდება როგორ ააწყობს ვიდეოს მონტაჟის დროს.

იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც რობი 34 საათი გადაბმულად ვიდეოს ამონტაჟებდა. ასეთი რთული რეჟიმის მიუხედავად, როდესაც თითქმის ყოველდღე გადაღება აქვს ან ვიდეო მონტაჟი, მაინც ცდილობს ოჯახისთავისაც გამონახოს დრო. ყავს ერთი წლის და სამი თვის ქალიშვილი სოფი და იანვარში მეორე ბავშვს ელოდება, ამიტომ ფიქრობს, რომ უკეთესია, რამე გრაფიკი შექმნას, სადაც ერთ დღეს მაინც მთლიანად ოჯახს დაუთმობს…

რობიმ, როგორც უკვე ავღნიშნეთ ბევრი პროფესია შეიცვალა, მაგრამ ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ ამ სფეროში წარმატებულია. უნდა უფრო ჩაუღრმავდეს, სამომავლოდ უცხოეთში წასვლას აპირებს. ცდილობს დანერგოს საქართველოში სპეციალური სკოლა, სადაც ჩამოაყალიბებს პროფესიონალურ ადამიანებს. იმათ დაეხმარება, ვისაც უნდა სწავლა ნამდვილი ვიდეოგრაფიის.

„პირველ რიგში პასუხისმგებლობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაც სჭირდება ვიდეო ოპერატორს. ასევე პუნქტუალობა, ნებისყოფა , მოთმინება, შრომიმოყვარეობა….როცა ადამიანს არ ეზარება და მუშაობს, ის აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწევს. არა მარტო ამ სფეროში, არამედ  ნებისმიერი სფეროში . მე დარწმუნებული ვარ თუ ადამიანი მოინდომებს რამეს, აუცილებლად გააკეთებს. უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერო დაგიფასდება. არ მიყვარს როდესაც ამბობენ ფრაზას: „ამ საქართველოში არაფერი არ გამოდის“….არავის არ სჯეროდეს იმის…“

Robbie RG commercial Website

This slideshow requires JavaScript.

მე შენ არ მიყვარხარ…

ბავშვობიდან, როდესაც  მეკითხებოდნენ, რა არის ჩემი საუკეთესო თვისება, ბევრისთვის გასაოცად, მე, როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბევრს და გაუჩერებლად ლაპარაკობს, არ ვიცოდი რა მეპასუხა. აი, წარმოიდგინეთ…თქვენ შედიხართ ოთახში, რომულიც სავსეა მწერებით და ანთებთ შუქს, რა ხდება ამის მერე? ისინი ხომ სწრაფად იმალებიან და ქრებიან თქვენი მხედველობიდან. აი ზუსტად, ასე „იმალებიან“ ჩემი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს კითხვა ჩემს ქვეცნობიერებაში, ვაკუუმს ქმნის ან ე.წ. შავ ხვრელს, რომელიც უმოწყალოდ შთანთქავს ჩემს გამოხატვის უნარს. რატომღაც, რა უცნარიც არ უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ადამიანს უფრო უადვილდება თავის უარყოფით თვისებებზე საუბარი. როგორი პიროვნება ხარ რთულია სათქმელად, რადგან საკუთარ საქციელს „გარედან“ და „სხვა თვალებით“ ვერ შეაფასებ. მიმაჩნია, რომ მსჯელობა იმის შესახებ რა არის ჩემში კარგი თვისება – ირგვლივ მყოფი ადამიანების მისისაა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავაყენოთ საკუთარი თავი მხოლოდ ამ განსჯის წინაშე.

life_nothing_without_love-wallpaper-hd

წყარო: hdimagesnew.com

და იცით რა მომივიდა აზრად? ჩემი საუკეთესო თვისება ის არის – რომ მე არ ვეუბნები ახლობელ ადამიანს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „მე შენ მიყვარხარ“. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, რა არის ამაში კარგი? მე არ მინდა ამ სიტყვებით ადამიანის მითვისება. მაგრამ ხომ არსებობს ისეთი სიტყვებიც, როგორიცაა, მაგალითად, თაყვანისცემა? ესეც არ მომწონს, რადგან ეს პარაზიტიზებაა და ამით გარკვეულ წილად ადამიანის თავისუფლება და განვითარება იზღუდება და ეს ძალიან ეგოისტურია. უბრალო სიტყვა „მიყვარხარ“- ჩემთვის, თითქოს თბილი ჩაის დალევაა, მოსახერხებელია, პირს არ გწვავს და არავითარ დისკომფორთს არ გიქმნის, მაგრამ დიდი სიხარულიც არ მოაქვს.

როდესაც ვხვდები, რომ მე მაქვს რომელიმე ადამიანის მიმართ თბილი გრძნობები, მე მას ვეუბნები, რომ „მე შენით ვარსებობ“. ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მოდის აუცილებლად რამეს გვიზიარებს, გვაძლევს მისი პიროვნების, ხასიათის, გემოვნების ან თუნდაც სოფლმხედველობის პატარა ნაწილს. ანუ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. მაგრამ თუ ჩვენ უფრო ახლოს ვუშვებთ მას და საკუთარი სულის კარს ვუღებთ, ის ხდება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის არის ჩვენი – ფერი, გემო და სუნი. მან არის – ის, ვინც ყოველთვის და ყოველწამს გვჭირდება. მან არის – ის, ვისთანაც გვსურს ყოფნა და მთლიანად ვენდობით, მასში ჩვენ მთლიანად ვიძირებით და ვდნებით მისი სულის სამყაროში. და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განვათავსოთ ამ უბრალო საცოდავ  წინადადებაში, როგორიც არის „მე შენ მიყვარხარ“.

This slideshow requires JavaScript.

ყველაზე უცნაური პროფესიები

თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის მოხერხებულობა  შეიძლება გადავიდეს ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფულის პოვნას. მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ქვეყნდება რეიტინგი იმის შესახებ თუ რომელ პროფესიას ირჩევს უფრო მეტი ადამიანი. საინტერესოა ის  ფაქტი, რომ დღითი დღე ეს სია ივსება უცნაური პროფესიებით და ყველაზე  სასიამოვნოა – ასეთი სამუშაო მაღალანაზღაურებადია… შეიძლება კითხვის შემდეგ თქვენც ისურვოთ პროფესიის შეცვლა.

წყარო: alboardman.com

წყარო: alboardman.com

ოცნებებით მოვაჭრე…

ალბათ თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან  სურს რომ, მისი ოცნება დაუყოვნებლივ ახდეს რეალობაში, რაც მთავარია დიდი ძალისხმევის გარეშე. იცით, ახლა თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ჩიკაგოს ერთ-ერთმა კომპანიამ, საკუთარ მომხმარებელს ნებისმიერ ფანტაზიას და სურვილს აუხდენს. თქვენ უბრალოდ უნდა მიხვიდეთ ოფისში, უთხრათ რა გსურთ და გადაიხადოთ დასახელებული თანხა. თუმცა გახსოვდეთ, რომ მინიმალური ოცნების ღირებულება  150,000$. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თუ თქვენ ისედაც ოცნებოდით 150,000 ათას დოლარზე, სამწუხაროდ არ გაგიმართლათ…

რიგში მდგომელი…

თუ თქვენ ძალიან ზარმაცი ხართ იმასათვის, რომ რიგში იდგეთ ან უბრალოდ არ გაქვთ დრო, მაგრამ ძალიან გჭირდებათ, ამ პროფესიის  ხალხი თქვენთვის არსებობენ. ასეთი ადამინი თქვენს ნაცვლად დადგება რიგში და დაელოდება იმდენს, რამდენიც დაგჭირდებათ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ეს მომსახურება იაფი არაა, დაახლოებით 40 დოლარი საათში.  საქართველოში, ეს, ალბათ პოპულარული ვერ გახდება. მაგრამ, მაგალითად, ბრიტანეთში და ამერიკაში, ეს ფუნქცია ძალიან კარგად მუშაობს! განსაკუთრებით, როდესაც აიფონის ახალი მოდელი გამოდის …

სურნელმცოდნე…

ეს ვაკანსია რამოდენიმე დეზოდორანტის მწარმოებელ კომპანიას აქვს გახსნილი. გაგიკვირდებათ, რომ კანდიდატების შერჩევა საკმაოდ მკაცრი პირობების დაცვით მიმდინარეობს. ვაკანსიაზე მხოლოდ არამწეველ, ხანშიშესულ ქალბატონებს იღებენ, რადგან მათ ცხვირებს სუნის გარჩევა ყველაზე უკეთ შეუძლიათ. ქალები ექსპერიმენტში მონაწილეებს უსვამენ იღლიაში დეზოდორანტს და მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან თუ როგორ იცვლება სუნი.

პროფესიები, რომლებიც გამოიწვევს თქვენში შურს 😉

სამოთხის კუნძულის გამწმენდი…

ბენ სოუთხოლი (Ben Southall) შეარჩიეს 35,000  პრეტენდენტებისაგან, მან მოიგო ე.წ. „ოცნების პროფესია“ Hamilton-ს კუნძულზე, რომელიც დიდ ბარიერულ რიფშია. ნახევარი წლის განმავლობაში მან უნდა აჭამოს კუებს, ყურადღება მიაქციოს კორალურ რიფებს და წეროს ბლოგი ამის შესახებ. მისი ხელფასი – 20 ათასი დოლარი თვეში და მისი საცხოვრებელი სახლი- მდიდრული ვილა.

This slideshow requires JavaScript.

ელიტური საწოლის შემმოწმებელი…

ერთ-ერთი სტუდენტი სახელით როსინ მადიგანი,რომელიც 22 წლისაა, იღებს  1,000 $ იმაში, რომ მთელი დღის განმავლობაში ძინავს Savoir Bed- ის ფირმის საწოლებში. ეს კომპანია აწარმოებს საწოლებს მდიდრულ  სასტუმროებისათვის. თავისი გრძნობების შესახებ როსინა საკუთარ ბლოგში წერს.

მეძავეების პროფესიანალური შემმოწმებელი…  

ჯეიმი რასკონი (Jaime Rascone) თითქმის არაფრით არ განსხვავდება სხვა მოდელების და დიჯეებისაგან, მაგრამ მას ასევე აქვს კიდე ერთი საინტერესო სამუშაო. მას ეს სამუშაო ერთ-ერთმა ქალბატონმა შემოსთავაზა, სახელად, ფიორელა (Fiorella), რომელსაც გახსნილი აქვს VIP ესკორტების კომპანია. გოგოები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროფესიით, პირველ რიგში, ფიორელასთან ინტერვიუს გადიან, შემდეგ ფსიქოლოგიურ ტესტს და ფოტო სესიას იღებენ. შემდეგ მხოლოდ 6 კანდიდატი შეირჩვეა, რომლებსაც ჯეიმ რისკონთან აგზავნიან. მან ამ გოგონებს “ამოწმებს” და რეკომენდაციებს ქალბატონ ფორელას უგზავნის. წელიწადში ჯეიმი თითქმის 70 გოგოს ამოწმებს, მისი ანაზღაურება: 62,000$ წელიწადში.

ღვინის შემოწმებელი და ბლოგერი…

ადამიანს, რომელიც უბრალოდ ბევრ ღვინოს დალევს და მისი გრძნობების შესახებ ბლოგში დაწერს, თვეში 10,000$ მიიღებს. როგორ ფიქრობთ რამდენი ქართველი ადამიანი ამ პროფესიით დაინტერესდება? ;))

This slideshow requires JavaScript.

მარიხუანის შემმოწმებელი…

ჯეიკ ბროუნი (Jake Browne) – პირველი ოფიციალური მარიხუანის შემმოწმებელი აშშ-ში. ძირითად ერთი კვირის გამნმავლობაში მან ამოწმებს მხოლოდ ამ მცენარის ერთ სახეობას. ჯეიკი ვალდებულია დაადგინოს თუ როგორია მარიხუანის:  ხარისხი, სუნი და გემოვნება. და ბოლოს მან წერს იმის შესახებ თუ როგორი გრძნობები რჩება მარიხუანის მოწევის შემდეგ.

 

This slideshow requires JavaScript.

პინგვინების გადამბრუნებელი…

ამ პროფესიით მსოფლიოში მხოლოდ 2 ადამიანია დაკავებული, რომელიც ანტარქტიდაში მუშაობს, ისინი პინგვინებს დაღუპვისაგან იცავენ. როდესაც პინგვინები თვითმფრინავს ხედავენ, პატარა ზომების სხეულის გამო ისინი ძირს ეცემიან და ვერ დგებიან…ამ დროს სწეორედ პინგვინების გადამბრუნებელი მოდის დასახმარებლად.

ადამიანი საფრთხობელა…

როდესაც ადამიანი აბარებს უნივერსიტეტში, მას ნამდვილად არ უნდა, რომ საფრთხობელას დამსგავსოს და, რაც მთავარია საფრთხობელად იმუშაოს. მაგრამ არის ჯეიმი ფოქსი, რომელიც 22 წლისაა, მან ცოტა ხნის წინ ბანგორის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა კი ის საფრთხობელად მუშაობს. ჯეიმი ნორფოლკის ველზე დგას და  კაკაბებს აშინებს. ამაში მას აკარდეონი და პატარა ზარი  ეხმარება. მას უხდიან 250 ევრო კვირაში იმისთვის, რომ იგი ოთხ კილომეტრიან შუა ველში ატარებს ნარინჯისფერ ქურთუკს და თამაშობს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.

 

წამალი, რომელიც სიცოცხლეზე ძვირია…

სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა ფეხის ნაბიჯზე ფეშენებელური აფთიაქებია. თუმცა, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება წამალი, აქაურობა მიუწვდომელ სივრცედ იქცა…

ფოტო: pulsemedllc.com

ფოტო: pulsemedllc.com

თეთრი გაწკრიალებული იატაკი. თაროებზე მოწესრიგებულად აწყვია  სხვადასხვა აბებით სავსე ქილები, ყუთები,  სიროფების ბოთლები. სალაროსთან მომღიმარე ახალგაზრდა ფარმაცევტი დგას, რომლებიც მადლობას გიხდით, რომ ეს აფთიაქი აირჩიეთ და მზად არის  სასურველი წამლის შერჩევაში დაგეხმაროთ.

რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, ვხვდები, რომ რიგი წინ არ მიიწევს. ფარმაცევტი ხანშიშესულ ქალს ელაპარაკება, რომელიც 10 წუთზე მეტია ფიქრობს, რომელი წამალი იყიდოს. უფრო სწორად, რას გასწვდება მისი შეზღუდული ბიუჯეტი და რას ვერ.

«-ბებო, ხომ არ გეშლება? ერთი თვის წინ ეს წამალი 5 ლარი ღირდა…

-ბებო, იქნებ გადაამოწმო, ის 30 ლარიანი წამალი სხვა წამლით შეიძლება შეცვალო? ასეთ ძვირს ვერ გადავიხდი…» –  რიგის ბოლოში მდგარს მესმის მისი სიტყვები.

«არა, სამწუხაროდ არ გვაქვს» – პასუხობს ფარმაცევტი სისტემაში რამდენიმეწუთიანი ქექვის შემდეგ.

«კარგი, მაშინ ბოდიში, შვილო, მარტო წნევის წამალი მომეცი და წავალ…»– მესმის და რიგიც წინ მიიწევს.

თუ არ აპირაბდა ყიდვას რას გვალოდინა ამდენი

ამდენი არჩია, საცოდავი მოლარე დაღალა და კიდე არ მოეწონფასი. “ გაესმა რიგში მდგომი ხალხის ხმა.

ბებოს შემდეგ რიგში მდგომი მიუახლოვდა. სალაროსთან წითელი ფერის პერანგში და შავ შარვალში ჩაცმული ქალი ცოტათი მორიდებულად შეეკითხა ფარმაცევტს თვალის წვეთის ფასის შესახებ.

-15 ლარი

როგორ თუ 15? სამი დღის წინ 12 ღირდა, მე კი ფასდაკლების დღეს დაველოდე და პირიქით კიდე უფრო გაძვირდა?

ფასდაკლება 20 ლარის ზევით თუ შეიძინებთ მაშინ იქნება

და თუ არ მჭირდება ამდენი? რა მთელი აფთიაქი უნდა ვიყიდო? …რა ვქნა ისეც ვერ ვხედავ უკვე  თითქმის დავბრმავდი, ხომ ვუთხარი ექიმს ძვირიანი არ გამომიწერო…- ჩაილაპარაკა ქალმა

ქალბატონო, სხვანაირად არ ვყიდით. გამოგიწეროთ ქვითარი თუ არა?

არა, არ მინდა.. მარტო 15 ლარი მაქვს დარჩენილი, პურსაც ვერ ვიყიდი მაშინარ მინდა.. რიგი მეორედ აჩოჩქოლდა.

ფარმაცევტი გოგო მეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც წამალზე ფასები გაიზარდა, დაბნეული პენსიონერები ხშირად ხელმოცარულები ტოვებენ აფთიაქს.

იანვრიდან დღემდე წამლების გარკვეულ დასახელებებზე ფასი 12-15%-ით გაძვირდა. ფარმაცევტული კომპანიები ამას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გაძვირება ისეთ პრეპარატებს შეეხო, რომლებზეც „საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოთხოვნაა. მათ შორისაა, ტკივილგამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები, ბამბა, შპრიცი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები და ა.შ.

ფოტო: nhschallengeprizes.org

ფოტო: nhschallengeprizes.org

„ მთელი პენსია წამლებში მეხარჯება,” – ამბობს 76 წლის პენსიონერი ქალბატონი მზია. წამალი, რომელსაც ის წლებია ხმარობს, თითქმის 5 ლარით გაძვირდა.

“აფთიაქში ყოველი მოსვლის დროს წამლები სულ უფრო გაძვირებული მხვდება. ახლა მივდივარ ისე, რომ ვერაფერს ვყიდულობ. არ ვიცი რა გავაკეთო, სიკვდილი ალბათ უფრო იაფი დამიჯდება,” – ამბობს ის…

This slideshow requires JavaScript.

ტექნოლოგიების მონები

წყარო: ფოტო გამზადებულია ბლოგის ავტორის მიერ

წყარო: ფოტო გამზადებულია ბლოგის ავტორის მიერ

წარმოიდგინეთ სიტუაცია…ჩვეულებრივი დღე თბილისში, მწვავე მზის სხივები არასასიამოვნოდ  „კოცნიან“ თქვენს სხეულს. ამ სიცხეში მხოლოდ ერთი სურვილი ჩნდება: სადმე დაიმალო და რამე მიირთვა. სასურველია, რა თქმა უნდა, რომელიმე გემრიელი, ცივი ნაყინი. მაგრამ სად? ერთადერთი რამ, რაც აზრად მომივიდა – საპირისპირო ქუჩაზე მდებარე პატარა კაფე.  პრინციპში, სწორედ იქ შევედი. შესვლისას, არვიცი რატომ, რამდენიმე ნიუანს მივაქციე ყურადღება. პირველი: მომღიმარე ოფიციანტი გოგონა, რომელიც სწრაფად წამოვიდა ჩემკენ. ალბათ მას ძალიან სჭირდება ე.წ. „ჩაევიე“ და მეორე გამაკვირვა იმან, რომ მიუხედავად ამ ამინდისა კაფე ნახევრად ცარიელი იყო.

სიმართლე რომ გითხრათ, სხვა შემთხვევაში ალბათ ფანჯარასთან  მდებარე მაგიდასთან დავჯდებოდი, სადაც შედარებით წყნარი გარემო და სასიამოვნო სინათლეა. იქ შევძლებდი ვიქტორ ჰიუგოს წიგნის წაკითხვას… უფრო სწორად გადაკითხვას…კვლავ და კვლავ, ისევ და ისევ. მაგრამ სწორედ ამ დღეს, არ ვიცი რატომ, შეიძლება ამინდის გამო, ან იმის გამო, რომ კითხვა დღეს სულაც არ მინდოდა და მეზარებოდა მე იქ გადავწყვიტე დაჯდომა, სადაც სხვები ისხდნენ და კონკრეტულად კი…ტიპური თბილისელი გოგოების უკან.

ჩემ წინ 5 გოგო იჯდა. მათი ჩაცმულობაც ტიპური იყო, ისეთი როგორიც თბილისელ გოგოებს შეეფერება, შავი სამოსი და ოქროსფერი აქსესუარები.

ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ. მერე რა- მეტყვით თქვენ, ხო, მართლაც… მერე რა. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. გოგონები საუბრობენ. აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა მდედრობითი სქესისთვის. მაგრამ ჩემთვის არა ის გახდა საინტერესო, თუ რაზე, არამედ როგორ საუბრობდნენ… ყველა გოგო ტელეფონში იყურებოდა.

გამოიცანით რა ფირმის ტელეფონში? ვფიქრობ, რომ თქვენი პირველივე ცდა წარმატებულია და თქვენ მიზანში გაარტყით, დიახ, აიფონში. მაგრამ არ იფიქროთ, მე არ შეგაწუხებთ და არ ვიქნები ის, ვინც ისვრის ტალახს ან პირიქით სიყვარულს უხსნის ყველასთვის ცნობილ ვაშლს. ეს პატარა მოკბეჩილი ვაშლი არაფერ შუაშია .. თითქმის.

გოგონები ისხდნენ სწორად,  ყველა მათგანი როგორც ნამდვილი ლედი გამოიყურებოდა. მათ ასევე აქვთ ზუსტად ერთი და იგივე მაკიაჟი, ბევრი ტონალური კრემი და მუქი, წითელი ტუჩები.

უკეთ თუ დავაკვირდებით, უფრო მნიშვნელოვან დეტალს შევამჩნევთ, რომ ისინი მოწყენილები არიან. მათ მოსწყინდათ ერთად ჯდომა, მოსწყინდათ ერთმანეთის გარემოცვაში, მოსწყინდათ ეს კერძი, რომელშიც სალათის ფურცლების უამრავი რაოდენობა შორიდანაც კი ჩანდა და რომლის ჭამაც კი მოსაწყენი იყო. მათი საუბრის მანერიდან მივხდებით, რომ მათ ზედმეტად თავის დაქნევაც კი ეზარებოდათ.  მაგრამ ცხადია, რომ გარემო, რომელსაც ისინი საკუთარ სმარტფონებში პოულობენ უფრო საინტერესოა.

აი, კიდე ერთი შეკითვა მაქვს თქვენთან, როგორ ფიქრობთ, რა გააკეთეს ჩვენმა გოგოებმა, როდესაც მათ ის სალათა მოუტანეს?  დიახ, ის მათი ყურადღების ეპიცენტრი გახდა. სალათს ყველა რაკურსიდან გადაუღეს ფოტო და შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, არკვევდნენ, ვინ შეარჩევს ამ ფოტოსთვის უკეთესს ინსტაგრამის ფილტრს.

ვფიქრობ, ვეგეტარიანელებისა და დიეტის მოყვარულეებისგან ჩვენი გოგოები აუცილებლად მოწონებას მიიღებენ. ისინი ხომ ამისთვის არც საკუთარი ძალები და არც ჩვენი სალათა არ დაიშურეს.

ვაუ, თეკლა, რა მაგარი ფოტო გამოგივიდა. აი, გთხოვ, აუცილებლად ჩააგდო ინსტაგრამში, დავალაიქებ.

ეს სიტყვები ისე გაისმა, თითქოს ჩემ წინ კაფეში იჯდა  გოგონა, რომლის სალათის ფოტოს სილამაზით მონა ლიზას კი არ შეედარება… ლეონარდო და ვინჩმა ალბათ ტყუილად ამდენი იწვალა ღიმილის დახატვის დროს…

შემდეგ მთელ დანარჩენ დროს, ის 5 გოგო,  საკუთარ თავს, მერე ერთმანეთს, ან კიდე იმ საწყალ სალათს ფოტოებს უღებდა. მერე კი მესიჯებზე პასუხობდნენ, ფეისბუქში ჩეკინს აკეთებდნენ ან გაქცეულ wi-fi-ს ეძებდნენ.  და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ლაიქები იყო. ვინ ვის დაუწერა და ვინ რამდენი მოწონება დააგროვა.

იმ დროის განმავლობაში,რაც მე იქ ვიჯექი, მარტო ერთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე არ საუბრობდნენ. მათი საუბრები ბოლოსკენ მაინც ინტერნეტს ან ყველასთვის ცნობილ ვაშლს ეხებოდა.

მაინტერესებს, ნამდვილად არ იყო რამე უფრო საინტერესო? მე არ ვგულისხმობ, ვისაუბროთ ფილოსოფიას და ემანუელ კანტის  ნამუშევრებზე  ან  საუბარს წყლის დეფიციტზე აფრიკაში და გლობალურ დათბობაზე მთელ სოფლიოში.

ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი მაგალითია ინტერნეტში უაზრო დროის კარგვისა და ტექნიკის მიერ ადამიანის დამონებას გვიჩვენებს. იცით როგორ ამბობენ ისინი ვინც აიფონის ფირმის სათავეშია? ჩვენ მილიარდებს ვშოულობთ მხოლოდ იმიტომ რომ, ახალგაზრდებს პონტები უყვართ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველასთვის ცნობილი მოკბეჩილი ვაშლის ბრენდი კიდე დიდხანს იარსებებს…

This slideshow requires JavaScript.

„She`s a witch…ყველა ქალი ალქაჯია“

ინტერვიუ წიგნის „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ მთარგმნელთან, ქეთევან ყანჩაშვილთან

ფოტო: saba.com.ge

ფოტო: saba.com.ge

„ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ – წიგნი, რომელიც სერბი მწერლის – მილორად პავიჩის მეუღლე, მწერალმა იასმინა მიხაილოვიჩმა დაწერა, საქართველოში ითარგმნა. დახვეწილი და მელანქოლიური რომანი მკითხველს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შთაბეჭდილებებს უზიარებს, განმარტავს, რატომ ეწოდება კასპიის ზღვას „ხაზართა ზღვა“ და მოუთხრობს ორი კონტინენტის გასაყარზე მომხდარ გასაოცარ ამბებს. ოთხი პროზაული ნაწილი, რომლებისგანაც ეს წიგნი შედგება, ავტორმა სწორედ იმ ორიგინალური და უჩვეულო ლიტერატურული ხერხების დაცვით განალაგა, რომლებსაც მილორად პავიჩი ასე ხშირად მიმართავდა თავის ნაწარმოებებში, თავისი და პავიჩის ორი განცალკევებული წიგნი ოსტატურად ჩააქსოვა ერთმანეთში და ერთ ჰარმონიულ კოლაჟად აქცია, ამიტომ მთელი წიგნი ერთი მთლიანი ორგანიზმივით, ერთი ამოსუნთქვით იკითხება…

  • პირველ რიგში, მინდა შეგეკითხოთ, თუ ვისი იდეა იყო წიგნის გამოცემა საქართველოში?
ფოტო:alldayplus.ru/ მილორად პავიჩი და იასმინა მიხაილოვიჩი

ფოტო:alldayplus.ru/ მილორად პავიჩი და იასმინა მიხაილოვიჩი

ამას გრძელი ისტორია აქვს…მილორდ პავიჩი საკმაოდ მოდური იყო საქართველოში ბოლო წლებში და მახსოვს აქტიური განხილვები ფორუმებზე, თანაც ნობელიანტი მწერლებით უფრო ინტერესდება ხალხი. საინტერესო ფაქტია, რომ გამომცემლობა „ინტელექტი“, უფრო სწორედ მისი წარმომადგენელი, სრულიად შემთხვევით წიგნის ბაზრობაზე, ფრანკფურტში, შეხვდა ლიტერატურულ აგენტს იტალიიდან, რომელიც ასევე აღმოჩნდა ცნობილი სერბი მწერლის, მილორდ პავიჩის ლიტერატურული აგენტი. სულ სხვა საქმეზე ისაუბრეს, აქ საუბარი იყო ქართველი ავტორების გატანაზე მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ როდესაც ბატონი სტეფანო ბისაკი მილორდ პავიჩის ლიტერატურული აგენტი აღმოჩნდა, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ისარგებლა შემთხვევით და წამოიწყო პროექტი სახელწოდებით „პავიჩი ქართულად“ და სწორედ ეს პროექტი დაგვირგვინდა ამ დღეებში. ეს არის მრავალწლიანი შრომის შედეგი.

ფოტო: e-bookland.ge/ ხაზარული სიტყვის კონა

ფოტო: e-bookland.ge

თავიდან ითარგმნა „ხაზარული სიტყვის კონა“, რომელიც ხაზარული ლექსიკონის სახელით იყო მანამდე ცნობილი და შემდეგ მას სხვა წიგნებიც მოჰყვა. მილორდ პავიჩის ლეტერატურული მემკვიდრე მისი მეუღლე იასმინა მიხაილოვიჩია. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც აღმოჩნდა, რომ იასმინა მიხაილოვიჩიც არის მწერალი, თანაც საკმაოდ წარმატებული მწერალი თავის ქვეყანაში – სერბიაში, გადაწყდა, რომ მისი წიგნი „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ მთარგმნილიყო. ეს წიგნი მან მიუძღვნა მილორდ პავიჩის ხსოვნას, ყვება მათ ცხოვრებაზე, ურთიერთობაზე, ამიტომაც ეს წიგნი ძალიან ორგანულად მოთავსდა ამ პროექტში „მილორად პავიჩი ქართულად“.


  • თქვენ აღნიშნეთ, რომ „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ გამოცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. მარტო ეს გამომცემლობა მუშაობდა წიგნზე თუ სხვა სპონსორებიც იყო?

სიმართლე გითხრათ, მე ამ გამომცემლობების შიდა სამზარეულო არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი გამომცემლობამ აქ საკუთარი ხარჯი გაიღო. თავისთავად ეს ხარჯი უკავშირდება წიგნის დაბეჭდვას, მთარგმნელის ანაზღაურებასთან, საავტორო უფლებების მოპოვებასთან. უნდა ავღნიშნოთ, რომ იასმინას მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. წიგნის სპონსორი მისი მკითხველია, ანუ ყველა, ვინც ყიდულობს.

  • ამ წიგნის თარმნაზე მარტო თქვენ მუშაობდით თუ სხვა მთარგმნელიც იყო?

კი, ამ კონკრეტულ, იასმინა მიხაილოვიჩის წიგნზე, მხოლოდ მე ვიმუშავე.

  • საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკრეტული წიგნის თარგმნა? ეს იყო თქვენი არჩევანი თუ შეკვეთა მიიღეთ?

ეს წიგნი შემომთავაზეს. მე მქონდა საკმაოდ დიდი გარღვევა ლიტერატურულ საქმიანობაში, იმის გამო, რომ ვერ ვიცლიდი. რამდენიმე წელს ხელი არ მომიკიდია თარგმნისთვის, ამიტომ ვიყავი ძალიან დანატრებული თარგმანს. ღია და მზად ვიყავი, ნებისმიერი საინტერესო პროექტისთვის. წიგნი არის საკმაოდ პატარა მოცულობის და ასევე დიდი დრო მომცეს თარგმისთვის, თანაც გამომცემლობა ინტელექტის შესახებ ბევრი მსმენოდა და მინდოდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდგარიყო.

This slideshow requires JavaScript.

  • როგორ უპასუხებდით კითხვას: რით არის „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ განსაკუთრებული საქართველოსათვის?

უპირველეს ყოვლისა, იმით არის საინტერესო, რომ უკავშირდება მილორდ პავიჩის სახელს. საბედნიეროდ მას ბევრი მკითხველი ყავს საქართველოში. ეს ავტორი რომ არა ამ წიგნს ვერ იხილავდა ქართველი მკითხველი. გარდა ამისა, „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ თავისთავად ძალიან კარგი ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოებია და არის კარგი ავტორის მიერ დაწერილი. მე მგონია, იმითაც არის საინტერესო, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყნაში – სერბეთში დაიწერა. აქ არის აღწერილი მოგზაურობა ჩვენ მეზობელ ქვეყანაში – აზერბაიჯანში. აქვე ავღნიშნავ, რომ ქალბატონი იასმინა დამპირდა, რომ საქართველოზეც დაწერს აუცილებლად, რადგან საქართველო შედის ზუსტად იმ რეგიონში, რომელშიც როდესღაც ხაზართა ტომები ბინადრობდნენ…

  • წიგნის ფესტივალზე, რომელიც თბილისში ჩატარდა თქვენ შეხვდით წიგნის ავტორს იასმინა მიხაილოვიჩს, როგორ ჩაიარა შეხვედრა? როგორია თქვენი შთაბეჭდილებები იასმინაზე, როგორც პიროვნებაზე?

კი,  მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა შეხვედრამ. იასმინა აღმოჩნდა ძალიან თბილი და მხიარული ადამიანი. ამ წიგნს რომ წაიკითხავთ, მიხვდებით როგორი უნდა ყოფილიყო მისი ავტორი. ყველა სახელი იცოდა, როდესაც გამომცემლობაში შემოვიდა, წინასწარ ჰქონდა დამახსოვრებული, ფურცელზე ჩამოწერილი. დიდი ინთუზიაზმით ჩამოვიდა საქართველოში, ეამაყებოდა თავისი წიგნის გამოცემა მისი ქმრის წიგნებთან ერთად. ეამაყებოდა ის, რომ მეორე ენა, რომელზეც ითარგმნა მისი წიგნი აზერბაიჯანული ენის მერე, იყო ქართული ენა. რაც შეეხება შეხვედრას, ის იყო ოთხ დღიანი. იყო დახურული შეხვედრები და ღია პრეზენტაციები. თავიდან გამომცემლობას შეხვდა, პირველ დღეს ყველას გაგვეცნო, იქ საშუალება მოგვეცა დაგვესვა ბევრი ისეთი პირადული კითხვა, რომლებსაც საჯაროდ მოვერიდებოდით, ერთი სიტყვით პირად და ვიწრო სივრცეში ვისაუბრეთ. მეორე დღეს ღონისძიება თუმანიშვილის თეტრში ჩატარდა, სადაც მხოლოდ მოსაწვევებით მოხვდებოდით, იქ იასმინამ წაიკითხა ნაწყვეტი წიგნიდან. მესამე დღეს, წიგნის ფესტივალის ფარგლებში იყო პრეზენტაცია, სადაც მან ავტოგრაფები დაარიგა, რის შემდეგაც მწერალთა სახლში მასშტაბური შეხვედრა გაიმართა, სადაც მილორდ პავიჩსზე ვიდეომასალა ვნახეთ. იქ უკვე აუდიტორიის ბევრ კითხვას უპასუხა.

This slideshow requires JavaScript.

  • გქონიათ თუ არა რამე შეკითხვები იასმინასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ მის ავტობიოგრაფიულ წიგნს თარგმნიდით? და გქონდათ თუ არა ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა?
წყარო: intelekti.ge/ ფოტოების ავტორი: გოგა ჩანადირი

ფოტოების ავტორი: გოგა ჩანადირი

კი,  ასეთი კითხვა მქონდა. მე მაინტერესებდა ის რომ, იასმინა ჩანს საკმაოდ არამატერიალისტი. ეს წიგნი არის თან ფიზიკური, თან მეტაფიზიკური თხრობა. ძალიან ბევრს წერს ნიშნებზე, ცრუ რწმენებზე, წინასწარმეტყველურ სიზმრებზე… და მე ვკითხე, აუცილებელი არის თუ არა, მისი აზრით, რომ კარგი მწერალი იყოს ცოტათი ცრუ მორწმუნე, არ იყოს ძალიან მიწიერი. მან მიპასუხა, რომ მის წიგნში აბსოლუტურად ყველაფერი ფაქტობრივი და ობიქტურია,რადგან ის ავტობიოგრაფიული და სამოგზაურო წიგნია. მაგრამ იქვე დასძინა, რომ ის ალქაჯია „She`s a witch“, იმიტომ რომ ის ქალია… და ყველა ქალი ცოტათი ალქაჯია…


  • როგორ დაახასიათებდით თარგმნის პროცესს?

ეს წიგნი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ამ ავტორს არ ვიცნობდი, ჩემთვის ის აღმოჩენა იყო. თავიდან ცოტა სკეპტიკურად მოვკიდე ხელი, მაგრამ აღმოჩნდა გულრწფელი ემოციური ნაწარმოები. ამ გულრწფელობის გამო მარტივი იყო მასზე მუშაობა. ძალიან სადა ტექსტი, ღრმა და ცოცხალი სახეები აქვს, იმდენად, რომ როდესაც რამეს ყვება მასთან ერთად მოგზაურობ სადმე, ხოლო სადაც მელანქოლიურია ტექსტი თქვენც აუცილებლად გადმოგედებათ ემოცია.

  • თარგმნის დროს შეხვდით რამე სირთულეს?

კი, სირთულეებსაც შევხდი. იყო ძალიან ბევრი ტოპონიმი, გეოგრაფიული სახელი, რომლის გადამოწმება მომიხდა…გამოვცადე გეოგრაფიაში ჩემი ცოდნა, რომელიც არც თუ ისე შესაშური აღმომაჩნდა. მივხდი, რომ ამ მხრივ კიდე ბევრი მაქვს სამუშაო. ძირითადი სირთულე იყო ფაქტობრივი ინფორმაცია. კიდევ ერთადერთი მცირე სირთულე იყო ის, რომ იასმინას ნაწარმოებაში აქვს  ბევრი ალუზია ქმრის წიგნებზე. და იმის გამო, რომ მილორდ პავიჩის წიგნები ჩემი ნათარგმნი არ არის, მიწევდა იმ მთარგმელებთან გადამოწმება ამა თუ იმ ინფორმაციისა, წიგნის სახელწოდებიდან დაწყებული, პერსონაჟის სახელით დამთავრებული. მეტი სირთულე არ შემხვდა.

ფოტო: intelekti.ge

ფოტო: intelekti.ge

  • რატომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა ეს წიგნი? რა შეიძლება ისწავლოს მკითხველმა წიგნისგან „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“?

სწავლებით არ ვიცი, ალბათ ბევრს არაფერს. ეს არის ავტობიოგრაფია ქვრივი ქალის, რომელიც არის დიდი მწერლის მეუღლე. რომელიც ძალიან გულრწფელად ყვება რას ნიშნავს იყო ქალი მწერალი პატარა ქვეყანაში, რას ნიშნავს იყო დიდი და აღიარებული ქმრის მეუღლე, რას ნიშნავს იყო შენზე 31 წლით უფროსი კაცის მეორე ცოლი, რას ნიშნავს იყო ხელოვანის ცოლი და როგორი ქარიშხალი ტრიალებს სახლში, სადაც ორი შემოქმედი იყრის თავს. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ რამეზე წერას არ ერიდება. ასევე წერს ძალიან საინტერესოდ აზერბაიჯანზე. ასე მგონია, მე თვითონაც ვიმოგზაურე მასთან ერთად. „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ პოეტური ლამაზი წიგნია. პოეზიის კითხვა თუ განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ ეს წიგნიც მოგეწონებათ.

  • აუცილებელია, რომ მთარგმნელი ჩაწვდეს წიგნის არსს? ან მას უბრალოდ მექანიკურად, ორიგინალიში რაც წერია, იმის თარგმნა სჭირდება?
ფოტო: lit.ge

ფოტო: lit.ge

გააჩნია ამას როგორ ვუდგებით. არიან მთარგმნელები, რომლებიც ამბობენ: თარგმნა არის ხელოსნობა,  ხელობა, რომელიც შეიძლება ისწავლო. გვყავს ბევრი ასეთი წარმატებული მთარგმნელი, რომლებიც თვეში თითო წიგნს თარგმნიან. მაგრამ არიან მთარგმნელები, რომლებიც ცოტა უფრო სხვანაირად, უფრო სერიოზულად და პროფესიანალურად უდგებიან თავიანთ საქმეს. ჯერ ერთი, მე მგონია, რომ ცოტათი წერაც უნდა შეგეძლოს. თუ ხარ მთარგმნელი ეს არ არის მარტივი დეკოდირება ორიგინალის და კოდირება სხვა ენაში, სანამ ამ პროცესს გაივლით აუცილებლად შემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს ჩართული. აღარაფერს ვამბობ პოეზიის თარგმნაზე. მე მგონია, პოეზია უბრალოდ იწერება სხვა ენაზე და მისი გადათარგმნა ყველა ასპექტის შემონახვით თითქმის შეუძლებელია. კარგი მთარგმნელი, მაგალითად, გურამ გოგიაშვილი, ალბათ ერთერთი საუკეთესო მთარგმნელი საქართველოში, რომელმაც ადრე თარგმნა „გარგანტუა და პანტაგრუელი“ და ასევე სწორედ მან გადათარგმნა მილორდ პავიჩის „ხაზარული სიტყვის კონა“. ის ამბობს:

მე კი არ ვთარგმნე… მე გადმოვაენე…

  • იქედან გამომდინარე, რომ არა მარტო წიგნის სახელწოდებიდან, არამედ ლეგენდებიდან გამომდინარე კასპიის ზღვას – ხაზარის ზღვას უწოდებენ, ჩნდება კითხვა, იპოვეთ თუ არა თქვენ იასმინა მიხაილოვიჩის წიგნში ამ კითხვაზე პასუხი?

ეს პასუხი იასმინამ თვითონაც ვერ იპოვა. აზერბაიჯანში იმოგზაურა ხაზარეთის, როგორც ისტორიული სახელმწიფოს ნაშთის პოვნის მიზნით. ცდილობდა ხაზარები ამოეცნო ადგილობრივ ხალხში, არტეფაქტები ეპოვნა ძველ მუზეუმებში, სახელწოდებებში, ტოპონიმებში, ან უბრალოდ სადმე კვალი ეპოვა ხაზარების. მაგრამ სამწუხაროდ წარმატებას ვერ მიაღწია. ვერცერთმა აზერბაიჯანელმა მას ვერ აუხსნა, თუ რატომ უწოდებენ კასპიის ზღვას ხაზართა ზღვას ან რატომ ჰქვია მირზა ხაზარს  –ცნობილ აზერბაიჯანელ პოეტს სწორედ ეს სახელი. ვერ იპოვა პასუხი ნამდვილად… ისე გამოვიდა, რომ ფაქტები ისტორიამ „ჩაყლაპა“.

  • როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, წიგნში აღწერილია იასმინა მიხაილოვიჩისა და მილორდ პავიჩის სიყვარული. საინტერესოა, იპოვეთ თუ არა წიგნში იმ ხანგრძლივი სიყვარულის რეცეპტი?
l-105122

ფოტო: svpressa.ru

ეს ცოტა რთული სათქმელია. ფაქტია, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ეს იყო ლეგენდარული წყვილი, რომელზეც ძალიან ბევრს ჭორაობდნენ. ყველამ იცის, რომ იასმინა იყო მილორდ პავიჩის მუზა. ორივემ ოჯახი დაანგრია, რომ ახალი ოჯახი შეექმნათ და მილორდ პავიჩის ბოლო გამოქვეყნებული წიგნი „სხვა სხეული“ ეძღვნება იასმინა მიხაილოვიჩს. მათ მართლაც ჰქონდათ ზღაპრული სიყვარული, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეინარჩუნეს, ვერაფერს გეტყვით. თვითონაც ამბობს, რომ არ ყოფილა ეს ურთიერთობა იდეალური, კონფლიქტიც საკმაოდ ბევრი ჰქონდათ. არა მგონია სუყვარულის შენარჩუნებისა და გაძლიერების მზა რეცეპტი არსებობდეს.

  • იასმინამ გაგიზიარათ მისი ემოციები საქართველოზე? რას ვიფიქრობს იგი ჩვენი ქვეყანის შესახებ?

ჩვენი ქვეყნით აღტაცებულია! სტუმართმოყვარეობით, ძალიან მოეწონა ხაჭაპური, მის იტალიერ აგენტს კი, ჯონჯოლი. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენ დაგვპირდა, რომ საქართველოზეც დაწერს აუცილებლად რამეს…

  • როდესაც თქვენ თარგმნიდით იასმინა მიხალოვიჩის ავტობიოგრაფიულ წიგნს, გქონდათ ისეთი შეგრძნება, რომ მისი ცხოვრებიდან რამე მომენტის გადმოღება საკუთარ ცხოვრებაში მოგინდათ?

მე მგონია, რომ ნებისმიერი ქალი ამ წიგნში საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მოახდენს. განსათრებით თუ ის ქალი არის ქვრივი ან რამე დანაკარგი განუცდია ცხოვრებაში. როგორც ქალს, ძალიან კარგად მესმოდა რაზე წერდა. აი, მაგალითად, არასრულფასოვნის კომპლექსზე სქესის გამო, და რომ ამის გამო ბევრ რამეზე უარი თქვა, ქმართან ურთიერთობაზეც. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად გავუგე. იყო ძალიან საინტერესოდ აკინძული, კარგად შეკრული წიგნი, არ არის ეს ერთი ამბის თავიდან ბოლომდე თხრობა. მაგრამ მაინც როგორ გითხრათ, რაღაცის გადმოღებაზე მართლა არ მიფიქრია…

  • სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? უკვე მიიღეთ შემოთავაზება სხვა წიგნის თარგმნისთვის?

ახლა ისევ მაქვს შემოთავაზება გამომცემლობა „ინტელექტიდან“. ასევე გამოცემლობამ „წიგნები ბათუმში“, რომელიც არის ძალიან პერსპექტიული, შემომთავაზა წიგნის თარგმნა. მათ სურთ თარგმნონ, ასე ვთქვათ, – „ინკლუზიური ლიტერატურა“, როგორიცაა დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“. მე კი ვფიქრობ, ვიმუშაო შეირონ დრეიპერის წიგნზე, სახელწოდებით „Out of my mind”, რომელიც არის უნარშეზღუდულ გოგონაზე, რომელიც ვერც წერს და ვერც ლაპარაკობ. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ საზოგადოებრივი ვალიც იქნება, რომ ეს წიგნი ვთარგმნო და ამით წვლილი შევიტანო ცნობადობის ამაღლებაში, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

  • ცნობილია, რომ თქვენ ასევე ყველა ბავშვისთვის საყვარელი წიგნი – „ჰარი პოტერი“ თარგმნეთ. ეს საერთოდ სხვადასხვანაირი ჟანრის წიგნია, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა, რომელ წიგნზე მუშაობა იყო თქვენთვის უფრო საინტერესო?

ჰარი პოტერზე მე უფრო ბევრი ვიწვალე, იმიტომ რომ ჰარი პოტერის თარგმნისას ვიყავი, თუ არ ვცდები, 23 წლის ან კიდე უფრო პატარა. ბევრ რამეს ვსწავლობდი. ჰარი პოტერმა მასწავლა თარგმნა. ამ წიგნის თარგმნისას მე ყველას თვალებში შევყურებდი, არ ვიყავი დამკვიდრებული, როგორც მთრაგმნელი. სიამოვნება იქ იყო უფრო ნაკლები. ალბათ მეორე წიგნზე, მუშაობისას უფრო გავუგე გემო თარგმნას. მე ასევე ნათარგმნი მაქვს როულინგის „ჯადოსნურო ცხოველები და სად ვეძებოთ ისინი?“, რომელიც ჰარი პოტერის სახელმძვღვანელოა, შარშან ვთარგმნე. ეს უკვე აბსოლუტურად სხვა განცდა იყო. თითქოს, საკუთარი შვილის ძველ აუდიო ან ვიდეო მასალას ვუყურებდი, ნოსტალგიის და სიყვარულის განცდა მქონდა. დიდი სიამოვნება მივიღე თარგმნის პროცესის დროს. მთლიანად დაბრუნება იმ სამყაროში, აი არ ვიცი, ამას ალბათ ვერაფერს შევადარებ! „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ კი გამოირჩევა იმით, რომ აქ უფრო თავდაჯერებული ვიყავი. როგორ რედაქტორებმა მითხრეს არც ერთი სიტყვა არ შეუცლიათ ჩემს თარგმანში და მხოლოდ კორექტურა გასწორდა. შემიძლია სიამაყით ვთქვა

ამ წიგნით მე გავიზარდე, ამ წიგნმა მიჩვენა,რომ მე უკვე შემდგარი მთარგმნელი ვარ…

This slideshow requires JavaScript.

სინდაკე – სიკვდილის კიდე ერთი სახელი

იაპონიის სამხრეთ რეგიონში მდებარე კუჩინოერაბუძიმას კუნძულზე ვულკანი სინდაკე ამოიფრქვა, რის გამოც მოსახლეობას საფრთხე შეექმნა. შედეგად, 30 ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფოტო:real.com

ფოტო:real.com

ფოტო: 1aidcn.org/ იაპონიის პრემიერ მინისტრი კუჩინუ აბე

ფოტო: 1aidcn.org/ იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე

იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადებით, კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით და გემებით მიმდინარეობს.


“იძულებული გავხდი საპარლამენტო სესია შემეწყვიტა და მთავრობისთვის დავალებები მიმეცა მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა სინძო აბემ.

ამ დროისთვის კუჩინოერაბუძიმაზე 137 ადამიანი ცხოვრობს, მათი დიდი ნაწილი უკვე გაიყვანეს კუნძულიდან. ასევე ამის მერე გახდა ცნობილი, რომ 30 ადამიანი ემსხვერპლა ვულკანის ამოფქრვას და ერთი ადამიანი დაშავდა  – 72 წლის მამაკაცი, რომელმაც სახის არეში დამწვრობა მიიღო.

ფოტო:

ფოტო: კუჩინოერაბუძიმას კუნძული

კუჩინოერაბუძიმა – პატარა კუნძული, რომლის ფართობია მხოლოდ 38 კვადრატული მეტრი. ის არის ეროვნული პარკის კირიშიმა-იაკუს ნაწილი. ასევე აქ არსებობს რამდენიმე ცხელი გაზაფხული კურორტი. პირველი ამოფრქვევის შემდეგ, რაც 1980 წელს მოხდა, იმის მერე ვულკანი სინდაკე მარტო 2014 წლის აგვისტოში გაიღვიძა; მაშინ 87 ადამიანი დაიღუპა. უახლოეს მომავალში, ექსპერტების პროგნოზით, ახალი, კიდევ უფრო ძლიერსა და ხანგრძლივ ამოფრქვევას უნდა დაველოდოთ.


რამდენიმე წლის წინ, სწორედ კი 2010 წელს უკვე იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ 2014-2015 წწ. იქნება ვულკანების აქტივობის პიკი…

„უახლოეს რამდენიმე წელიწადში ვულკანები გააგრძელებენ თავიანთი ბობოქარი ხასიათის დემონსტრირებას. მათი აქტივობის პიკი მოვა 2014-2015 წლებზე“, – ამტკიცებენ ექსპერტები. ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს კრაკატა – ინდონეზიაში და ფუძიამა – იაპონიაში. 

რა არის ვულკანი?

ვულკანი (ლათ. Volcanus, Vulkan, ვულკანუს) — გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზედედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს.ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

5 ყველაზე საშიში მოქმედი ვულკანი…

This slideshow requires JavaScript.

მთა ვეზუვი

სლაიდშოუში არის წარმოდგენილი 5 ყველაზე საშიში მოქმედი ვულკანი, მაგრამ, ამ სიაში პირველი ადგილი უჭირავს მთა ვიზუვის…

მთა ვეზუვი (იტალ. Monte Vesuvio; ლათ. Mons Vesuvius) — ვულკანი ნეაპოლის აღმოსავლეთით, იტალიაში. ერთადერთი ვულკანი ევროპის კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი იტალიაში (ეტნა და სტრომბოლი) კუნძულებზე მდებარეობს. ჩვ.წ. 79 წელს, ვეზუვის მასშტაბურმა ამოფრქვევამ მის სიახლოვეს მდებარე ქალაქები, პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა.

ფოტო: review-planet.ru/ ვეზუვი

ფოტო: review-planet.ru/ ვეზუვი

ეს გოლიათი საშიშია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის შემოგარენში 3 მილიონი იტალიელი ცხოვრობს, არამედ ის უკვე დიდი ხანია ჩამქრალია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მისი სიმშვიდე, უფრო მეტად ძლიერი ამოფრქვევა მოხდება…

7 ყველაზე გასაოცარი ვულკანური კრატერი…

ყველამ ვიცით, რომ ვულკანები საშიში არის, მაგრამ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ეს უბედურის მომტენი ვულკანები ძალიან ლამაზი რამეა…

1. მოლოკინის კრატერი

მოლოკინის კრატერი (ჰავაის კუნძული) დაახლოებით 15 ათასი წლის წინ წარმოიშვა კრატერიდან ვულკანური ლავის ამოფრქვევის შედეგად. მას ნახევარმთვარის ფორმა აქვს და შიგნით 250-ზე მეტი სახეობის თევზი და მარჯნის 38 სახეობა არსებობს, რომელსაც ვერ შეხვდებით მთელ წყნარ ოკეანეში. თვით კუნძულზე საერთოდ არ არის გრუნტი, ირგვლივ მხოლოდ კლდოვანი წარმონაქმნია. ამიტომ მიმდებარე წყლები ყველაზე სუფთად ითვლება მთელს ჰავაის კუნძულებზე.

2. დაიმონდ ჰედის კრატერი

ფოტო: fresher.ru

ფოტო: fresher.ru

დაიმონდ ჰედის კრატერი ბაიკიკის სანაპირო ზოლზე, აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის წარმოადგენს ცნობილ ვულკანურ კრატერს და პოპულარულ ღირშესანიშნაობას ჰავაის კუნძულებზე. ვულკანი დაახლოებით 150000 წლის წინ ჩაქრა.

3. კელიმიტუს კრატერი

კრატერი-კელიმიტუ ინდონეზიის კუნძულ ფლორესის კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 1639 მეტრია. კელიმიტუს სამ ტბაში, რომელშიც მრავალი მინერალებია, ისინი მრავალი წლის განმავლობაში იცვლიან თავის ფერს შავიდან წითლად, ყავისფერად ან მწვანედ. ყოველი ფერი დამკვიდრებულია განსაზღვრული შემადგენლობით. ტბებს მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებს ერთმანეთისგან, რომელთა ფსკერზეც სხვადასხვა სახის ნიადაგია.

4. აოგაშიმას კრატერი

აოგაშიმას კრატერი ფილიპინების ზღვაში მდებარეობს. იგი იაპონიის მფლობელობაშია. მისი სიმაღლე 423 მეტრს შეადგენს. მიუხედავად იმისა რომ მისი ვულკანი მოქმედია და პერიოდულად ადამიანებს იწირავს მას მოსახლეობა მაინც არ ტოვებს. 2009 წელს მოსახლეობა აქ შეადგენდა 205 ადამიანს.

5. როცას ბაინდრიდგეს კრატერი

ეს შესანიშნავი კრატერი გალაპაგოსის კუნძულებზე მდებარეობს. მას ხშირად ფლამინგოები სტუმრობენ.

“აფხაზეთობა”

ანომალიური სიცხე ინდოეთში

ევროვიზია 2015