Category Archives: საინტერესო ფაქტები

ადამიანი, რომელიც ბედნიერებას გვამახსოვრებს…

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩვენს ცხოვრებაში არის ქორწილი. დღე, როდესაც ორი ადამიანი საკუთარ ცხოვრებას სამუდამოდ ოფიციალურად უკავშირებს ერთმანეთს. ამ დროს წყვილს ბევრი შეკითხვა უჩნდება და ყველა დეტალი მნიშვვნელოვანია, დაწყებული იმით თუ როგორ უნდა გავმართოთ ქორწილი, რომელი ადგილი შევარჩიოთ ამისათვის და დამთავრებული იმით თუ როგორი  ყვავილები იქნება პატარძლის თაიგულში. ბეჭდების გაცვლა, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა ცოლ-ქმრის სტატუსში და სხვა ბევრი ისეთი  მომენტი, რომელზეც ფიქრი წლების შემდეგაც აგვიჩუყებს გულს, ამაში კი ვიდეოგრაფია დაგვეხმარება.

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

რობერტ გევორქოვის ყველა ვიდეო ძალიან თბილი, დინამიური, ემოციური და სიყვარულით სავსეა. თითოეულ წყვილს ის ეხმარება საკუთარი განუმეორებელი სიყვარულის ისტორიის შექმნაში. ყველა გადაღების პროცესს ინტერესით, ახალი იდეებითა და პასუხისმგებლობით უდგება.

რობი ძალიან ენერგიული ადამიანია, რომელიც დროს ფუჭად არასდროს კარგავს. იგი იდეებით აღსავსე პიროვნებაა, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაშია. არასდროს არ იყო უსაქმურად, არ შეუძლია უბრალოდ სახლში ყოფნა, ან რაღაცა უნდა გააკეთოს ან რაღაცა უნდა შექნმას. რობი ამ ბიზნესში სრულიად შემთხვევით მოხვდა. ახლა კი რობი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ვიდეო ოპერატორია. მისი ნამუშევრები გადაღებით, მონტაჟით და იდეებით გამოირჩევა, მას უკვე თავისი გასხვავებული გადაღების სტილი აქვს. რამდენიმე წლის წინ მან საკუთარი კომერშალი დაარსა (Robbie RG Commercial).

რობიმ საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში გამოსცადა. უმაღლესი განათლება მიიღო აგრარულ უნივერსიტეტში ზოო-ინჟინერიის ფაკულტეტზე, კერძოდ ხორცის წარმოების ტექნოლოგიის განხრით. 7 წელი მუშაობდა „გუდვილის“ ჰიპერმარკეტის კორპორატიული განყოფილების სამსახურში. ასევე მას აქვს დამთავრებული მუსიკალური კოლეჯი, სადაც 10 წლის განმავლობაში შეისწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. კიდე ბევრი სხვა ჰობი აქვს, მაგალითად, სპორტი, ცურვა, ფოტოგრაფია, სარეკლამო და სოციალური რგოლების შექმნა…უნდა ავღნიშნოთ, რომ განათლება ოპერატორობის სფეროში მას არ მიუღია და რობი ის ადამიანია, რომელიც ყველაფერი თვითონ ისწავლა, ამაში მას ცნობისმოყვარეობა, პრაქტიკა და youtube-ის ლივ კურსები დაეხმარა…

„მინდოდა ბუდაპეშტში მაგისტრატურაში ჩაბარება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა და ხელი გადაღებას მოვკიდე. კამერას ვეცნობოდი დიდი ხანი და მოყვარულის დონეზე ვიღებდი ვიდეოებს. პროფესიულად ამ საქმეს მივუდექი სულ რაღაც ერთი წელია…ჩემი სარეჟისორო უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე ვიდეოგრაფიით უფრო დავინტერესდი ვიდრე ფოტოგრაფიით…“

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

წყარო: Robbie RG Commercial (facebook)

პირველ გადაღებაზე ძალიან ნერვიულობდა. ქორწილის გადაღება ბეგობრების თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. ხელში არც თუ ისე პროფესიონალური კამერა ეჭირა, კონკრეტულად Canon 500D, რომელიც დღესდღეობით 500 ლარის ფარგლებში იყიდება. ნერვიულობდა იმის გამო, რომ მარტო იყო უცხო ხალხში, რომელიც მას უყურებდა.  დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისმა პირველმა ნამუშევარმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ეს იყო სტიმული იმისათვის, რომ ეს პროფესია მისი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო.

მარტო ქორწილების გადაღება არ შედის მის საქმიანობაში. ძალიან უყვარს სოციალურ თემებზე მუშაობა. ვიდეოების მეშვეობით აჩვენებს საზოგადოებას, რაც აწუხებს. პირველი მისი ასეთი ვიდეო „ტელეფონის“ შესახებ იყო, შემდეგ ანტი სიგარეტის რეკლამა გადაიღო და რამდენიმე თვის წინ მის youtube გვერდზე  ვიდეო გამოვიდა,რომელიც ძალიან დიდი მოწონება მოიპოვა. ამ ვიდეოს სახელწოდებაა – „დაახურდავე 1 დოლარი და გახდი მილიონერი“. მისი აზრით დღეს ეს ყველაზე აქტუალური თემაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აწუხებს…

„დავწერე სცენარი რაღაც 20 წუთში, ჩამოვწერე სცენები…  დავთქვი დღე… რეკვიზიტები და ლოკაციები შევარჩიე.  ზუსტად 3 დღეში მოვრჩით გადაღებებს და სახლში ერთ საღამოში დავამონტაჟე ყველაფერი…“

ასევე რობის აქვს დედაქალაქის თბილისის შესახებ ვიდეო – Tbilisi city – ციდან დანახული თბილისი. ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი ვიდეო რგოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თუ საქართველო და თბილისი გიყვართ.

რომელ წყვილთან იმუშაოს, როგორი ფორმატის ვიდეოს გადაიღოს, როგორ დაამონტაჟებს ან როგორი მუსიკა იქნება ვიდეოში. ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელშიც რობი ცოტათი მკაცრია. თუ წყვილი თავის კორექტირებს აკეთებს, რომლებსაც იგი არ ეთანხმება, პროფესიანალურო თვალსაზრისით, მაშინ რობი ასეთ წყვილთან არ მუშაობს. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ცდილობს უარი არც ერთს წყვილს არ უთხრას, რადგან ეს არა მხოლოდ უხერხეულა, არამედ არაპროფესიონალურია.

მისთვის ყველაზე დასამხსოვრებელი და ემოციური ქორწილი ეს ბელას და გუროს ქორწილი იყო. რობის თქმით, წყვილი ძალიან დიდ ხანს ემზადებოდა ქორწილისთვის და ძალიან ბევრი დეტალი გაიარეს მანამდეც. რაც საქართველოში მაინდამაინც იშვიათობაა. ამ წყვილთან კი პირიკით, ყველაფერი იყო გათვილილი და შესაბამისი კლიპიც გამოვიდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ნებისმიერ პროფესიაში ნებისმიერი ადამიანი სირთულეებს აწყდება. რობისთვის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მას სამუშაოს დროს ხელს უშლის ეს -სტუმრებია და მათი არაეთიკურობაა… ასევე რობიმ აღნიშნა, რომ უცხოური ქორწილი საკმაოდ განსხვავდება ქართული ქორწილისაგან. იქ თითქმის ყველაფერი სხვანაირია…მაგალითად, ძალიან ბევრი რიტუალი, რაც საქართველოში არ ვიცით…

„ხშირად ვიძახით, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ წყვილისთვის და არაა სტუმრებისათვის, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის მაქსიმალურად სტუმრებიც მოვახვედრო და არავის არ ვაწყენინო და რაც შეეხება ლოკაციების შერჩევას ანუ სად უნდა გაიმართოს ქორწილი, ამაშიც ვეხმარები წყვილს. ვცდილობ რაიმე ისეთი ადგილი ვიპოვო, რაც გამოირჩეული იქნება, სადაც ინდივიდუალურ ქორწილს შევქმნით … ეს ხომ განუმეორებელი და დასამახსოვრებელი დღეა წყვილისთვის, თუმცა თბილისში ამის გაკეთება უკვე საკმაოდ რთული ხდება…“

აქვს პერიოდები, როდესაც საერთოდ არ სურს გადაღება ან ხანდახან მოაწვება ისეთი იდეები და შეიძლება მაღალი დონის ვიდეო შექმნას. როდესაც შევეკითხეთ თუ საიდან პოულობს რობი იდეებს საკუთარი ნამუშავრებისათვის, მან გაგვიღიმა, თავზე ხელი დაიდო და გვიპასუხა „აი აქ … თავში მიტრიალებს…“ , როდესაც კამერა უჭირავს ხელში და იღებს, ავტომატურად, მაშინვე ხვდება როგორ ააწყობს ვიდეოს მონტაჟის დროს.

იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც რობი 34 საათი გადაბმულად ვიდეოს ამონტაჟებდა. ასეთი რთული რეჟიმის მიუხედავად, როდესაც თითქმის ყოველდღე გადაღება აქვს ან ვიდეო მონტაჟი, მაინც ცდილობს ოჯახისთავისაც გამონახოს დრო. ყავს ერთი წლის და სამი თვის ქალიშვილი სოფი და იანვარში მეორე ბავშვს ელოდება, ამიტომ ფიქრობს, რომ უკეთესია, რამე გრაფიკი შექმნას, სადაც ერთ დღეს მაინც მთლიანად ოჯახს დაუთმობს…

რობიმ, როგორც უკვე ავღნიშნეთ ბევრი პროფესია შეიცვალა, მაგრამ ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ ამ სფეროში წარმატებულია. უნდა უფრო ჩაუღრმავდეს, სამომავლოდ უცხოეთში წასვლას აპირებს. ცდილობს დანერგოს საქართველოში სპეციალური სკოლა, სადაც ჩამოაყალიბებს პროფესიონალურ ადამიანებს. იმათ დაეხმარება, ვისაც უნდა სწავლა ნამდვილი ვიდეოგრაფიის.

„პირველ რიგში პასუხისმგებლობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაც სჭირდება ვიდეო ოპერატორს. ასევე პუნქტუალობა, ნებისყოფა , მოთმინება, შრომიმოყვარეობა….როცა ადამიანს არ ეზარება და მუშაობს, ის აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწევს. არა მარტო ამ სფეროში, არამედ  ნებისმიერი სფეროში . მე დარწმუნებული ვარ თუ ადამიანი მოინდომებს რამეს, აუცილებლად გააკეთებს. უნდა გახსოვდეს, რომ ყველაფერო დაგიფასდება. არ მიყვარს როდესაც ამბობენ ფრაზას: „ამ საქართველოში არაფერი არ გამოდის“….არავის არ სჯეროდეს იმის…“

Robbie RG commercial Website

This slideshow requires JavaScript.

ყველაზე უცნაური პროფესიები

თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის მოხერხებულობა  შეიძლება გადავიდეს ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფულის პოვნას. მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ქვეყნდება რეიტინგი იმის შესახებ თუ რომელ პროფესიას ირჩევს უფრო მეტი ადამიანი. საინტერესოა ის  ფაქტი, რომ დღითი დღე ეს სია ივსება უცნაური პროფესიებით და ყველაზე  სასიამოვნოა – ასეთი სამუშაო მაღალანაზღაურებადია… შეიძლება კითხვის შემდეგ თქვენც ისურვოთ პროფესიის შეცვლა.

წყარო: alboardman.com

წყარო: alboardman.com

ოცნებებით მოვაჭრე…

ალბათ თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან  სურს რომ, მისი ოცნება დაუყოვნებლივ ახდეს რეალობაში, რაც მთავარია დიდი ძალისხმევის გარეშე. იცით, ახლა თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ჩიკაგოს ერთ-ერთმა კომპანიამ, საკუთარ მომხმარებელს ნებისმიერ ფანტაზიას და სურვილს აუხდენს. თქვენ უბრალოდ უნდა მიხვიდეთ ოფისში, უთხრათ რა გსურთ და გადაიხადოთ დასახელებული თანხა. თუმცა გახსოვდეთ, რომ მინიმალური ოცნების ღირებულება  150,000$. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თუ თქვენ ისედაც ოცნებოდით 150,000 ათას დოლარზე, სამწუხაროდ არ გაგიმართლათ…

რიგში მდგომელი…

თუ თქვენ ძალიან ზარმაცი ხართ იმასათვის, რომ რიგში იდგეთ ან უბრალოდ არ გაქვთ დრო, მაგრამ ძალიან გჭირდებათ, ამ პროფესიის  ხალხი თქვენთვის არსებობენ. ასეთი ადამინი თქვენს ნაცვლად დადგება რიგში და დაელოდება იმდენს, რამდენიც დაგჭირდებათ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ ეს მომსახურება იაფი არაა, დაახლოებით 40 დოლარი საათში.  საქართველოში, ეს, ალბათ პოპულარული ვერ გახდება. მაგრამ, მაგალითად, ბრიტანეთში და ამერიკაში, ეს ფუნქცია ძალიან კარგად მუშაობს! განსაკუთრებით, როდესაც აიფონის ახალი მოდელი გამოდის …

სურნელმცოდნე…

ეს ვაკანსია რამოდენიმე დეზოდორანტის მწარმოებელ კომპანიას აქვს გახსნილი. გაგიკვირდებათ, რომ კანდიდატების შერჩევა საკმაოდ მკაცრი პირობების დაცვით მიმდინარეობს. ვაკანსიაზე მხოლოდ არამწეველ, ხანშიშესულ ქალბატონებს იღებენ, რადგან მათ ცხვირებს სუნის გარჩევა ყველაზე უკეთ შეუძლიათ. ქალები ექსპერიმენტში მონაწილეებს უსვამენ იღლიაში დეზოდორანტს და მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან თუ როგორ იცვლება სუნი.

პროფესიები, რომლებიც გამოიწვევს თქვენში შურს 😉

სამოთხის კუნძულის გამწმენდი…

ბენ სოუთხოლი (Ben Southall) შეარჩიეს 35,000  პრეტენდენტებისაგან, მან მოიგო ე.წ. „ოცნების პროფესია“ Hamilton-ს კუნძულზე, რომელიც დიდ ბარიერულ რიფშია. ნახევარი წლის განმავლობაში მან უნდა აჭამოს კუებს, ყურადღება მიაქციოს კორალურ რიფებს და წეროს ბლოგი ამის შესახებ. მისი ხელფასი – 20 ათასი დოლარი თვეში და მისი საცხოვრებელი სახლი- მდიდრული ვილა.

This slideshow requires JavaScript.

ელიტური საწოლის შემმოწმებელი…

ერთ-ერთი სტუდენტი სახელით როსინ მადიგანი,რომელიც 22 წლისაა, იღებს  1,000 $ იმაში, რომ მთელი დღის განმავლობაში ძინავს Savoir Bed- ის ფირმის საწოლებში. ეს კომპანია აწარმოებს საწოლებს მდიდრულ  სასტუმროებისათვის. თავისი გრძნობების შესახებ როსინა საკუთარ ბლოგში წერს.

მეძავეების პროფესიანალური შემმოწმებელი…  

ჯეიმი რასკონი (Jaime Rascone) თითქმის არაფრით არ განსხვავდება სხვა მოდელების და დიჯეებისაგან, მაგრამ მას ასევე აქვს კიდე ერთი საინტერესო სამუშაო. მას ეს სამუშაო ერთ-ერთმა ქალბატონმა შემოსთავაზა, სახელად, ფიორელა (Fiorella), რომელსაც გახსნილი აქვს VIP ესკორტების კომპანია. გოგოები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროფესიით, პირველ რიგში, ფიორელასთან ინტერვიუს გადიან, შემდეგ ფსიქოლოგიურ ტესტს და ფოტო სესიას იღებენ. შემდეგ მხოლოდ 6 კანდიდატი შეირჩვეა, რომლებსაც ჯეიმ რისკონთან აგზავნიან. მან ამ გოგონებს “ამოწმებს” და რეკომენდაციებს ქალბატონ ფორელას უგზავნის. წელიწადში ჯეიმი თითქმის 70 გოგოს ამოწმებს, მისი ანაზღაურება: 62,000$ წელიწადში.

ღვინის შემოწმებელი და ბლოგერი…

ადამიანს, რომელიც უბრალოდ ბევრ ღვინოს დალევს და მისი გრძნობების შესახებ ბლოგში დაწერს, თვეში 10,000$ მიიღებს. როგორ ფიქრობთ რამდენი ქართველი ადამიანი ამ პროფესიით დაინტერესდება? ;))

This slideshow requires JavaScript.

მარიხუანის შემმოწმებელი…

ჯეიკ ბროუნი (Jake Browne) – პირველი ოფიციალური მარიხუანის შემმოწმებელი აშშ-ში. ძირითად ერთი კვირის გამნმავლობაში მან ამოწმებს მხოლოდ ამ მცენარის ერთ სახეობას. ჯეიკი ვალდებულია დაადგინოს თუ როგორია მარიხუანის:  ხარისხი, სუნი და გემოვნება. და ბოლოს მან წერს იმის შესახებ თუ როგორი გრძნობები რჩება მარიხუანის მოწევის შემდეგ.

 

This slideshow requires JavaScript.

პინგვინების გადამბრუნებელი…

ამ პროფესიით მსოფლიოში მხოლოდ 2 ადამიანია დაკავებული, რომელიც ანტარქტიდაში მუშაობს, ისინი პინგვინებს დაღუპვისაგან იცავენ. როდესაც პინგვინები თვითმფრინავს ხედავენ, პატარა ზომების სხეულის გამო ისინი ძირს ეცემიან და ვერ დგებიან…ამ დროს სწეორედ პინგვინების გადამბრუნებელი მოდის დასახმარებლად.

ადამიანი საფრთხობელა…

როდესაც ადამიანი აბარებს უნივერსიტეტში, მას ნამდვილად არ უნდა, რომ საფრთხობელას დამსგავსოს და, რაც მთავარია საფრთხობელად იმუშაოს. მაგრამ არის ჯეიმი ფოქსი, რომელიც 22 წლისაა, მან ცოტა ხნის წინ ბანგორის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა კი ის საფრთხობელად მუშაობს. ჯეიმი ნორფოლკის ველზე დგას და  კაკაბებს აშინებს. ამაში მას აკარდეონი და პატარა ზარი  ეხმარება. მას უხდიან 250 ევრო კვირაში იმისთვის, რომ იგი ოთხ კილომეტრიან შუა ველში ატარებს ნარინჯისფერ ქურთუკს და თამაშობს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.

 

სინდაკე – სიკვდილის კიდე ერთი სახელი

იაპონიის სამხრეთ რეგიონში მდებარე კუჩინოერაბუძიმას კუნძულზე ვულკანი სინდაკე ამოიფრქვა, რის გამოც მოსახლეობას საფრთხე შეექმნა. შედეგად, 30 ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფოტო:real.com

ფოტო:real.com

ფოტო: 1aidcn.org/ იაპონიის პრემიერ მინისტრი კუჩინუ აბე

ფოტო: 1aidcn.org/ იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე

იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადებით, კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით და გემებით მიმდინარეობს.


“იძულებული გავხდი საპარლამენტო სესია შემეწყვიტა და მთავრობისთვის დავალებები მიმეცა მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა სინძო აბემ.

ამ დროისთვის კუჩინოერაბუძიმაზე 137 ადამიანი ცხოვრობს, მათი დიდი ნაწილი უკვე გაიყვანეს კუნძულიდან. ასევე ამის მერე გახდა ცნობილი, რომ 30 ადამიანი ემსხვერპლა ვულკანის ამოფქრვას და ერთი ადამიანი დაშავდა  – 72 წლის მამაკაცი, რომელმაც სახის არეში დამწვრობა მიიღო.

ფოტო:

ფოტო: კუჩინოერაბუძიმას კუნძული

კუჩინოერაბუძიმა – პატარა კუნძული, რომლის ფართობია მხოლოდ 38 კვადრატული მეტრი. ის არის ეროვნული პარკის კირიშიმა-იაკუს ნაწილი. ასევე აქ არსებობს რამდენიმე ცხელი გაზაფხული კურორტი. პირველი ამოფრქვევის შემდეგ, რაც 1980 წელს მოხდა, იმის მერე ვულკანი სინდაკე მარტო 2014 წლის აგვისტოში გაიღვიძა; მაშინ 87 ადამიანი დაიღუპა. უახლოეს მომავალში, ექსპერტების პროგნოზით, ახალი, კიდევ უფრო ძლიერსა და ხანგრძლივ ამოფრქვევას უნდა დაველოდოთ.


რამდენიმე წლის წინ, სწორედ კი 2010 წელს უკვე იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ 2014-2015 წწ. იქნება ვულკანების აქტივობის პიკი…

„უახლოეს რამდენიმე წელიწადში ვულკანები გააგრძელებენ თავიანთი ბობოქარი ხასიათის დემონსტრირებას. მათი აქტივობის პიკი მოვა 2014-2015 წლებზე“, – ამტკიცებენ ექსპერტები. ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს კრაკატა – ინდონეზიაში და ფუძიამა – იაპონიაში. 

რა არის ვულკანი?

ვულკანი (ლათ. Volcanus, Vulkan, ვულკანუს) — გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზედედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს.ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

5 ყველაზე საშიში მოქმედი ვულკანი…

This slideshow requires JavaScript.

მთა ვეზუვი

სლაიდშოუში არის წარმოდგენილი 5 ყველაზე საშიში მოქმედი ვულკანი, მაგრამ, ამ სიაში პირველი ადგილი უჭირავს მთა ვიზუვის…

მთა ვეზუვი (იტალ. Monte Vesuvio; ლათ. Mons Vesuvius) — ვულკანი ნეაპოლის აღმოსავლეთით, იტალიაში. ერთადერთი ვულკანი ევროპის კონტინენტზე, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა ამჟამად მიძინებულია. დანარჩენი ორი მსგავსი ვულკანი იტალიაში (ეტნა და სტრომბოლი) კუნძულებზე მდებარეობს. ჩვ.წ. 79 წელს, ვეზუვის მასშტაბურმა ამოფრქვევამ მის სიახლოვეს მდებარე ქალაქები, პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა.

ფოტო: review-planet.ru/ ვეზუვი

ფოტო: review-planet.ru/ ვეზუვი

ეს გოლიათი საშიშია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის შემოგარენში 3 მილიონი იტალიელი ცხოვრობს, არამედ ის უკვე დიდი ხანია ჩამქრალია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მისი სიმშვიდე, უფრო მეტად ძლიერი ამოფრქვევა მოხდება…

7 ყველაზე გასაოცარი ვულკანური კრატერი…

ყველამ ვიცით, რომ ვულკანები საშიში არის, მაგრამ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ეს უბედურის მომტენი ვულკანები ძალიან ლამაზი რამეა…

1. მოლოკინის კრატერი

მოლოკინის კრატერი (ჰავაის კუნძული) დაახლოებით 15 ათასი წლის წინ წარმოიშვა კრატერიდან ვულკანური ლავის ამოფრქვევის შედეგად. მას ნახევარმთვარის ფორმა აქვს და შიგნით 250-ზე მეტი სახეობის თევზი და მარჯნის 38 სახეობა არსებობს, რომელსაც ვერ შეხვდებით მთელ წყნარ ოკეანეში. თვით კუნძულზე საერთოდ არ არის გრუნტი, ირგვლივ მხოლოდ კლდოვანი წარმონაქმნია. ამიტომ მიმდებარე წყლები ყველაზე სუფთად ითვლება მთელს ჰავაის კუნძულებზე.

2. დაიმონდ ჰედის კრატერი

ფოტო: fresher.ru

ფოტო: fresher.ru

დაიმონდ ჰედის კრატერი ბაიკიკის სანაპირო ზოლზე, აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის წარმოადგენს ცნობილ ვულკანურ კრატერს და პოპულარულ ღირშესანიშნაობას ჰავაის კუნძულებზე. ვულკანი დაახლოებით 150000 წლის წინ ჩაქრა.

3. კელიმიტუს კრატერი

კრატერი-კელიმიტუ ინდონეზიის კუნძულ ფლორესის კუნძულზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 1639 მეტრია. კელიმიტუს სამ ტბაში, რომელშიც მრავალი მინერალებია, ისინი მრავალი წლის განმავლობაში იცვლიან თავის ფერს შავიდან წითლად, ყავისფერად ან მწვანედ. ყოველი ფერი დამკვიდრებულია განსაზღვრული შემადგენლობით. ტბებს მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებს ერთმანეთისგან, რომელთა ფსკერზეც სხვადასხვა სახის ნიადაგია.

4. აოგაშიმას კრატერი

აოგაშიმას კრატერი ფილიპინების ზღვაში მდებარეობს. იგი იაპონიის მფლობელობაშია. მისი სიმაღლე 423 მეტრს შეადგენს. მიუხედავად იმისა რომ მისი ვულკანი მოქმედია და პერიოდულად ადამიანებს იწირავს მას მოსახლეობა მაინც არ ტოვებს. 2009 წელს მოსახლეობა აქ შეადგენდა 205 ადამიანს.

5. როცას ბაინდრიდგეს კრატერი

ეს შესანიშნავი კრატერი გალაპაგოსის კუნძულებზე მდებარეობს. მას ხშირად ფლამინგოები სტუმრობენ.

ანომალიური სიცხე ინდოეთში

ევროვიზია 2015

ჯიმი ფელონი (Jimmy Fallon)

ჟულიან ასანჟი (Julian Assange)

Native americans (Indian Tribe)

Nirvana – Music Of Freedom

New York – City of Dream