Blog Archives

ტექნოლოგიების მონები

წყარო: ფოტო გამზადებულია ბლოგის ავტორის მიერ

წყარო: ფოტო გამზადებულია ბლოგის ავტორის მიერ

წარმოიდგინეთ სიტუაცია…ჩვეულებრივი დღე თბილისში, მწვავე მზის სხივები არასასიამოვნოდ  „კოცნიან“ თქვენს სხეულს. ამ სიცხეში მხოლოდ ერთი სურვილი ჩნდება: სადმე დაიმალო და რამე მიირთვა. სასურველია, რა თქმა უნდა, რომელიმე გემრიელი, ცივი ნაყინი. მაგრამ სად? ერთადერთი რამ, რაც აზრად მომივიდა – საპირისპირო ქუჩაზე მდებარე პატარა კაფე.  პრინციპში, სწორედ იქ შევედი. შესვლისას, არვიცი რატომ, რამდენიმე ნიუანს მივაქციე ყურადღება. პირველი: მომღიმარე ოფიციანტი გოგონა, რომელიც სწრაფად წამოვიდა ჩემკენ. ალბათ მას ძალიან სჭირდება ე.წ. „ჩაევიე“ და მეორე გამაკვირვა იმან, რომ მიუხედავად ამ ამინდისა კაფე ნახევრად ცარიელი იყო.

სიმართლე რომ გითხრათ, სხვა შემთხვევაში ალბათ ფანჯარასთან  მდებარე მაგიდასთან დავჯდებოდი, სადაც შედარებით წყნარი გარემო და სასიამოვნო სინათლეა. იქ შევძლებდი ვიქტორ ჰიუგოს წიგნის წაკითხვას… უფრო სწორად გადაკითხვას…კვლავ და კვლავ, ისევ და ისევ. მაგრამ სწორედ ამ დღეს, არ ვიცი რატომ, შეიძლება ამინდის გამო, ან იმის გამო, რომ კითხვა დღეს სულაც არ მინდოდა და მეზარებოდა მე იქ გადავწყვიტე დაჯდომა, სადაც სხვები ისხდნენ და კონკრეტულად კი…ტიპური თბილისელი გოგოების უკან.

ჩემ წინ 5 გოგო იჯდა. მათი ჩაცმულობაც ტიპური იყო, ისეთი როგორიც თბილისელ გოგოებს შეეფერება, შავი სამოსი და ოქროსფერი აქსესუარები.

ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ. მერე რა- მეტყვით თქვენ, ხო, მართლაც… მერე რა. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. გოგონები საუბრობენ. აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა მდედრობითი სქესისთვის. მაგრამ ჩემთვის არა ის გახდა საინტერესო, თუ რაზე, არამედ როგორ საუბრობდნენ… ყველა გოგო ტელეფონში იყურებოდა.

გამოიცანით რა ფირმის ტელეფონში? ვფიქრობ, რომ თქვენი პირველივე ცდა წარმატებულია და თქვენ მიზანში გაარტყით, დიახ, აიფონში. მაგრამ არ იფიქროთ, მე არ შეგაწუხებთ და არ ვიქნები ის, ვინც ისვრის ტალახს ან პირიქით სიყვარულს უხსნის ყველასთვის ცნობილ ვაშლს. ეს პატარა მოკბეჩილი ვაშლი არაფერ შუაშია .. თითქმის.

გოგონები ისხდნენ სწორად,  ყველა მათგანი როგორც ნამდვილი ლედი გამოიყურებოდა. მათ ასევე აქვთ ზუსტად ერთი და იგივე მაკიაჟი, ბევრი ტონალური კრემი და მუქი, წითელი ტუჩები.

უკეთ თუ დავაკვირდებით, უფრო მნიშვნელოვან დეტალს შევამჩნევთ, რომ ისინი მოწყენილები არიან. მათ მოსწყინდათ ერთად ჯდომა, მოსწყინდათ ერთმანეთის გარემოცვაში, მოსწყინდათ ეს კერძი, რომელშიც სალათის ფურცლების უამრავი რაოდენობა შორიდანაც კი ჩანდა და რომლის ჭამაც კი მოსაწყენი იყო. მათი საუბრის მანერიდან მივხდებით, რომ მათ ზედმეტად თავის დაქნევაც კი ეზარებოდათ.  მაგრამ ცხადია, რომ გარემო, რომელსაც ისინი საკუთარ სმარტფონებში პოულობენ უფრო საინტერესოა.

აი, კიდე ერთი შეკითვა მაქვს თქვენთან, როგორ ფიქრობთ, რა გააკეთეს ჩვენმა გოგოებმა, როდესაც მათ ის სალათა მოუტანეს?  დიახ, ის მათი ყურადღების ეპიცენტრი გახდა. სალათს ყველა რაკურსიდან გადაუღეს ფოტო და შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, არკვევდნენ, ვინ შეარჩევს ამ ფოტოსთვის უკეთესს ინსტაგრამის ფილტრს.

ვფიქრობ, ვეგეტარიანელებისა და დიეტის მოყვარულეებისგან ჩვენი გოგოები აუცილებლად მოწონებას მიიღებენ. ისინი ხომ ამისთვის არც საკუთარი ძალები და არც ჩვენი სალათა არ დაიშურეს.

ვაუ, თეკლა, რა მაგარი ფოტო გამოგივიდა. აი, გთხოვ, აუცილებლად ჩააგდო ინსტაგრამში, დავალაიქებ.

ეს სიტყვები ისე გაისმა, თითქოს ჩემ წინ კაფეში იჯდა  გოგონა, რომლის სალათის ფოტოს სილამაზით მონა ლიზას კი არ შეედარება… ლეონარდო და ვინჩმა ალბათ ტყუილად ამდენი იწვალა ღიმილის დახატვის დროს…

შემდეგ მთელ დანარჩენ დროს, ის 5 გოგო,  საკუთარ თავს, მერე ერთმანეთს, ან კიდე იმ საწყალ სალათს ფოტოებს უღებდა. მერე კი მესიჯებზე პასუხობდნენ, ფეისბუქში ჩეკინს აკეთებდნენ ან გაქცეულ wi-fi-ს ეძებდნენ.  და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ლაიქები იყო. ვინ ვის დაუწერა და ვინ რამდენი მოწონება დააგროვა.

იმ დროის განმავლობაში,რაც მე იქ ვიჯექი, მარტო ერთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე არ საუბრობდნენ. მათი საუბრები ბოლოსკენ მაინც ინტერნეტს ან ყველასთვის ცნობილ ვაშლს ეხებოდა.

მაინტერესებს, ნამდვილად არ იყო რამე უფრო საინტერესო? მე არ ვგულისხმობ, ვისაუბროთ ფილოსოფიას და ემანუელ კანტის  ნამუშევრებზე  ან  საუბარს წყლის დეფიციტზე აფრიკაში და გლობალურ დათბობაზე მთელ სოფლიოში.

ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი მაგალითია ინტერნეტში უაზრო დროის კარგვისა და ტექნიკის მიერ ადამიანის დამონებას გვიჩვენებს. იცით როგორ ამბობენ ისინი ვინც აიფონის ფირმის სათავეშია? ჩვენ მილიარდებს ვშოულობთ მხოლოდ იმიტომ რომ, ახალგაზრდებს პონტები უყვართ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველასთვის ცნობილი მოკბეჩილი ვაშლის ბრენდი კიდე დიდხანს იარსებებს…

This slideshow requires JavaScript.